უგემრიელესი ტორტი "ეკლერი", გამოცხობის გარეშე

28-05-2023, 11:15
169 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ვანილის პუდინგი

  • კარაქი
  • ვანილი
  • კვერცხის გული
  • კვერცხი
  • სახამებელი
  • შაქარი
  • რძე

ინგრედიენტები

  • ნაღები 35 %
  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია")
  • კარაქი
  • შოკოლადი

    მომზადების წესი

    მოამზადეთ ვანილის პუდინგი: შეურიეთ ერთმანეთს 1/2 ჭიქა შაქრის პუდრი, სახამებელი, მარილი, კვერცხი და კვერცხის გული. დაასხით 1/2 ჭიქა რძე. კარგად გახსენით. დარჩენილი რძე და შაქარი დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაასხით ცხელი რძე კვერცხისნ მასას და კარგად ათქვიფეთ ხელის სათქვეფით. შემდეგ დააბრუნეთ დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ რამდენიმე წუთი, შესქელებამდე. თან ხშირად ურიეთ. ცეცხლიდან გადმოღების შემდეგ დაამატეთ ვანილი და კარაქი. თუ კრემს კოშტები აქვს, გაატარეთ საცერში. გააციეთ მაცივარში რამდენიმე საათი.
    ნაღები კარგად ათქვიფეთ და შეურიეთ გაციებულ პუდინგს.
    საშუალო ზომის ფორმაში ჩააფინეთ კულინარიული ცელოფანი ან ფოლგა და ფენა-ფენა გაანაწილეთ კრემი და ფხვიერი ნამცხვრები. დაასრულეთ ნამცხვრის ფენით. სანამ შოკოლადის მინანქარს მოამზადებთ, ნამცხვარი მაცივარში გააჩერეთ რამდენიმე საათი.
    კარაქი და შოკოლადი ორთქლზე გაადნეთ. კარგად აურიეთ, შეაგრილეთ და წაუსვით ნამცხვარს ზემოდან. შოკოლადის წასმამდე ნამცხვარი გადაიტანეთ შესაბამისი ზომის თეფშზე. კვლავ შეაბრუნეთ მაცივარში რამდენიმე საათი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა