სალათა შავი ქლიავით და ქათმით

27-05-2023, 13:13
177 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • მაიონეზი
  • კიტრი
  • ქათმის ფილე
  • სოკო
  • კარტოფილი
  • ყველი
  • შავი ქლიავის ჩირი
  • კვერცხი

    მომზადების წესი

    ქათმის ფილე, კარტოფილი და კვერცხი მოვხარშოთ. შავი ქლიავის ჩირი 15 წუთით დავალბოთ მდუღარე წყალში.  სოკო დავჭრათ და მოვშუშოთ ცოტა ზეთში. 

    სალათის პირველ ფენად დავალაგოთ დაჭრილი შავი ქლიავი,  შემდეგ დაჭრილი ქათმის ფილე და გადავუსვათ მაიონეზი.
    შემდეგი ფენაა კუბებად დაჭრილი კარტოფილი, ასევე მაიონეზის თხელი ფენით.
    ზემოდად დავადოთ შემწვარი სოკო, გახეხილი კვერცხი და მაიონეზის თხელი ფენა. ბოლოს მოვაყაროთ გახეხილი ყველი და კიტრის ნაჭრებით გავაფორმოთ.
    მარილი და პილპილი თითოეულ ფენას გემოვნებით დაამატეთ

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა