ლამაზი და გემრიელი საახალწლო სალათა "მამალი" 2017

26-05-2023, 11:42
153 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ზეთისხილი
  • ბულგარული წიწაკა
  • სალათის ფოთლები
  • მარილი
  • ნიორი 2-3 კბილი
  • მაიონეზი
  • სტაფილო
  • მჟავე კიტრი
  • მოხარშული ბრინჯი
  • გახეხილი ყველი
  • მოხარშული კვერცხი
  • ხახვი
  • ქათმის ფილე

    მომზადების წესი

    მომზადება:
    მოხარშეთ ქათმის ფილე და დაჭერით მსხვილად.
    კვერცხი მოხარშეთ მაგრად, დაჭერით პატარა კუბიკებად.
    მოხარშული სტაფილო გაფცქვენით, პატარა ნაჭერი გადადეთ ცალკე, დანარჩენი დაჭერით მსხვილ კუბიკებად.
    ხახვი დაჭერით წმინდად.
    ნიორი გახეხეთ წვრილ სახეხზე ან დაჭყლიტეთ და აურიეთ მაიონეზში.
    ამოჭერით ქაღალდისგან მამლის ტრაფარეტი.
    ლანგრის კიდეები ოდნავ დაასველეთ და დადეთ ზედ მამლის ტრაფარეტი.
    ახლა ააწყვეთ ტრაფარეტის შუა გულში სალათა ფენიბით: ბრინჯის თხელი ფენა, კუბიკებად დაჭრილი სტაფილო, მოაყარეთ მარილი, ხახვი, შემდეგ ქათმის ფენა, მჟავე კიტრის და გახეხილი ყველის.
    თითოეულ ფენას წაუსვით მაიონეზი. სალათის გვერდებზე და ზემოდანაც წაუსვით მაიონეზი და ფრთხილად მოხსენით ტრაფარეტი.
    მორთეთ მამალი: ზეთისხილით გაუკეთეთ თვალები, ბულგარული წიწაკით - ბიბილო, ფრთები და კუდი, ხოლო სტაფილოსგან - ნისკარტი. ბალახი გაუკეთეთ სალათის ფოთლებით.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა