კეფირის ტორტი "შავი პრინცი"

25-05-2023, 12:18
332 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • არაჟანი
  • შაქარი
  • კარაქი
  • კრემისთვის:
  • ფქვილი
  • კეფირი
  • კაკაო
  • შაქარი
  • კვერცხი
  • ბისკვიტისთვის:

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:

    ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე, დაუმატეთ კეფირი, სოდა და კვლავ ათქვიფეთ, დაუმატეთ კაკაო და ფქვილი. ცომი სქელი არაჟნის კონსისტენციის უნდა გამოვიდეს.

    წაუსვით ცხიმი ღრმა გამოსაცხობ ფორმაში, ჩაასხით ცომი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. შეამოწმეთ ტორტის მზაობა ხის ჩხირით. გამოიღეთ ბისკვიტი, გააცივეთ ფორმაშივე, შემდეგ გადმოიღეთ ფრთხილად და გაჭერით შუაზე.

    ახლა მოამზადეთ კრემი: ათქვიფეთ კარაქი და შაქარი კარგად, შაქრის ბოლომდე გახსნამდე. დაუმატეთ არაჟანი და კვლავ კარგად ათქვიფეთ.

    წაუსვით გაჭრილ ტორტს შუაში კრემი, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი და დაჭრილი ნიგოზი სურვილისამებრ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა