სალათი შებოლილი ქათმით

23-05-2023, 12:54
205 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • რეჰანი
  • ქინძი
  • მარილი და პილპილი
  • ლიმონის წვენი
  • ზეთი
  • ნიორი
  • პურის ნაჭერი
  • დაკონსერვებული ბარდა
  • მჟავე კიტრი
  • შებოლილი ქათმის ბარკალი

    მომზადების წესი

    პური ლუკმისოდენა ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და შევბრაწოთ ცხელ ზეთში. შეწვისას დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი.
    ქათმის ბარკალს გადავაცალოთ კანი და კუბებად დავჭრათ.
    პატარა კუბებად დავჭრათ კიტრის მწნილი.
    ბარდა გადავწუროთ და წყალი გადავავლოთ.
    ყველა ინგრედიენტი ერთად ავურიოთ, მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი და რეჰანი. სალათას მოვასხათ ზეთი, ძმარი და მომზადებისთანავე მივიტანოთ სუფრაზე.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა