შებოლილი ორაგულის სალათა

23-05-2023, 12:37
142 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • ზეითუნის ზეთი
  • ლიმონის წვენი
  • გახეხილი ყველი~
  • მოხარშული კვერცხი
  • შავი ზეთისხილი
  • მჟაუნა
  • შებოლილი ორაგული

    მომზადების წესი

    თევზი დავჭათ ან ხელით დავაქუცმაცოთ. მჟაუნა გავრეცხოთ, შევაშროთ და მსხვილად დავჭრათ. კვერცხები ოთხად გავჭრათ. ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი ავურიოთ. თეფშზე დავაწყოთ სალათის ინგრედიენტები, მოვასხათ სოუსი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი. სალათა მომზადებისთანავე მივიტანოთ სუფრაზე.

    მჟაუნა სალათას განსაკუთრებულ გემოს სძენს, თუმცა თუ მჟავე გემო არ გესიამოვნებათ, შეგვიძლია ქორფა ისპანახით ჩავანაცვლოთ. ასევე შეგვიძლია სხვა სახის ზეთის გამოყენებაც.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა