ენის სალათი ქამა სოკოთი

23-05-2023, 12:30
144 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • მაიონეზი
  • საქონლის ენა
  • ქამა სოკო
  • ზეთი
  • ბოლოკი

    მომზადების წესი

    საქონლის ენა მოვხარშოთ, გავასუფთავოთ და პატარა ნაჭრებად დავჭრათ. სოკო გავრეცხოთ, დავჭრათ და დავყაროთ გახურებულ ტაფაზე. როცა თავისი წვენი დააშრება, დავასხათ ზეთი, რამდენჯერმე ამოვურიოთ და გავუსინჯოთ გემო. თუ სოკო მზადაა, გამოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ. ცალკე გავხეხოთ ბოლოკი, შევურიოთ სოკოსა და ენას, შევანელოთ მარილით, წიწაკით და დავასხათ მაიონეზი.

    რჩევა

    ენის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ მოხარშული საქონლის ან ფრინველის ხორცი. სალათას ასევე შეგვიძლია დავუმატოთ გახეხილი მაგარი ყველი და მოხარშული კვერცხი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა