კლასიკური ბისკვიტი ტორტისთვის - დაგჭირდებათ 4 კვერცხი

22-05-2023, 13:24
304 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • კვერცხი
  • ფქვილი
  • შაქარი
  • ვანილი

    მომზადების წესი

    რეცეპტი განკუთვნილია 20 სმ დიამეტრის ფორმისთვის.
    ფორმას წავუსვათ კარაქი და ჩავაფინოთ ძირზე ქაღალდი. ან კარაქის წასმის შემდეგ ფქვილი მოვაყაროთ და ზედმეტი რაც იქნება, გადმოვფერთხოთ.
    ინგრედიენტები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. აკურატულად გავაცალკევოთ კვერცხის ცილა და გული.
    ფქვილი გავცრათ.
    ჭურჭლი, რომელშიც ავთქვეფთ ბეზეს, უნდა იყოს იდეალურად სუფთა და მშრალი, ცხიმის ყოველგვარი კვალის გარეშე.

    ავთქვიფოთ ცილა მიქსერით საშუალო სიჩქარეზე. როცა იგი მსუბუქ ქაფად იქცევა, დავიწყოთ შაქრის ნელ-ნელა დამატება დამიქსერის სიჩქარეს მოვუმატოთ. საბოლოოდ მივიღებთ მკვრივ ბეზეს, რომელიც ჯამის ამოტრიალებისას არ ვარდება. ამის შემდეგ მიქსერი აღარ დაგვჭირდება.

    ცალკე ავთქვიფოთ გულები, ისე რომ ცოტა გათეთრდეს და მიქსერის გარეშე, ხელის სათქვეფით აკურატულად შევურიოთ ცილას. შემდეგ დავამატოთ ფქვილი და სილიკონის ნიჩბის ან ისევ სათქვეფის დახმარებით ფრთხილად ავურიოთ ქვემოდან ზემოთ მოძრაობით. ბევრი მოძრაობა საჭირო არ არის, რათა ცომის ბუშტუკებიანი სტრუქტურა არ დაირღვეს.

    ბისკვიტის ცომში შეგვიძლია დავამატოთ კაკაო, ნიგოზი ან სახამებელი. ასეთ შემთხვევაში, ეს ინგრედიენტები ფქვილთან უნდა შეერიოს, ამასთანავე, ფქვილს უნდა მოვაკლოთ რაოდენობაში იმდენივე, რამდენსაც ვამატებთ სხვა ინგრედიენტს.
    ფორმაში ცომი არ უნდა იყოს 2/3-ზე მეტი.

    გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, 30-35 წუთი. ამ დროს, სასურველია, არ გავაღოთ ღუმელის კარი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა