ახალი კომბოსტოს ფოთლები დატეხეთ მოზრდილ ნაჭრებად, ჩაყარეთ სასალათეში. დაუმატეთ რგოლებად დაჭრილი კიტრი, პომიდორი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და კამა, ზეითუნის ზეთი, მარილი, მსხვილად დაფქვილი წითელი წიწაკა. აურიეთ ყველაფერი ერთმანეთს კარგად და გემრიელად მიირთვით.