ყველიანი ბლინები მწვანილით - ყველაზე გემრიელი საუზმე, რაც კი ოდესმე გაგისინჯავთ

16-05-2023, 22:08
204 ნახვა
Aa

ბლინების მომზადების უამრავი ვარიანტი არსებობს, როგორც ტკბილი, ასევე მარილიანი გულსართით.
დღეს ისეთი ბლინების რეცეტს გთავაზობთ, როგორიც აქამდე ალბათ არ გაგისინჯავთ.

ინგრედიენტები

  • დაჭრილი ოხრახუში
  • ნიორი
  • სოდა ან გამაფხვიერებელი
  • შაქარი
  • მარილი
  • კვერცხი
  • ზეთი
  • გახეხილი ყველი
  • წყალი
  • ფქვილი

მომზადების წესი

კვერცხს დაუმატეთ მარილი და შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დაუმატეთ წყალი.
ცალკე ჯამში ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი ან სოდა და დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები ნელ-ნელა. თან თქვიფეთ მიქსერით. შემდეგ ჩაასხით ზეთი.
გახეხეთ ყველი წვრილ სახეხზე, დაჭერით მწვანილი. ნიორი დაჭყლიტეთ. დაუმატეთ ეს ყველაფერი ძირითად მასას და აურიეთ ხის კოვზით.
ახლა კი დაასხით გახურებულ და ცხიმწასმულ ტაფაზე და შეწვით ორივე მხრიდან.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა