გემრიელი სალათა დაბრაწული პურებით

10-03-2023, 21:19
180 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • ლიმონის წვენი
  • ქათმის ფილე
  • პურის ნაჭერი
  • ყველი
  • ანანასის კონსერვი
  • ნიორი
  • სალათის ფოთლები
  • მარილი და პილპილი
  • მაიონეზი

მომზადების წესი

ქათმის ფილე დავჭრათ მოგრძოდ და შევწვათ ტაფაზე. პური დავჭრათ კუბებად და ღუმელში დავბრაწოთ. ყველი გავხეხოთ, ანანასი წვენიდან ამოვიღოთ და დავჭრათ,  სალათის ფოთლები დავანაწევროთ ხელით. შევურიოთ ინგრედიენტები, დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

ნიორი დავჭყლიტოთ და შევურიოთ მაიონეზს, დავამატოთ ლიმონის წვენი. სოუსი მოვასხათ სალათს, ავურიოთ და ზემოდან მოვაყაროთ პურის კრუტონები

გემრიელად მიირთვით ! 🥂

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა