სწრაფი საფუვრიან-ფენოვანი ცომი. მისგან საუკეთესო ღვეზელები ცხვება

5-03-2023, 23:35
286 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • კვერცხი
  • თბილი რძე
  • თბილი წყალი
  • მშრალი საფუარი
  • შაქარი
  • მარილი
  • კარაქი
  • ფქვილი

მომზადების წესი:

თბილ წყალში გახსენით მშრალი საფუარი და 1 ჩ/კ შაქარი. გააჩერეთ თბილ ადგილას 15 წუთი, სანამ ბუშტებს არ გაიკეთებს. შემდეგ მოურიეთ.

გაცერით ფქვილი მაგიდაზე, შეურიეთ მარილი და დარჩენილი შაქარი. ჩააჭერით ან ჩაახეხეთ ფქვილში კარაქი.

ასრისეთ ხელით ან აკეპეთ დანით, სანამ ფხვიერ მასას არ მიიღებთ.

ამოფუებულ საფუვრიან მასაში დაუმატეთ კვერცხი და ჩაასხით რძე. კარგად აურიეთ.

ფქვილის მასისგან გააკეთეთ გორა, შუაში ჩააღრმავეთ და ჩაასხით თხევადი მასა.

მოზილეთ რბილი ცომი (თუ დაგჭირდათ, დაუმატეთ ფქვილი ან პირიქით – წყალი).

შეახვიეთ მოზელილი ცომი საკვების შესაფუთ ცელოგანში და მოათავსეთ მაცივარში 1,5-2 საათით.

ამის შემდეგ შეგიძლიათ ცომი გამოიყენოთ. გაითავალისწინეთ ცომს უხდება ზემოდან წასმული კვერცხი და უნდა გამოაცხოთ 200 გრადუსზე.

თუ ცომის გაყინვა გინდათ, აჯობებს გააბრტყელოთ თხლად და დაკეცოთ კონვერტივით, შემდეგ გაახვიოთ ცელოფანში და ისე შეინახოთ საყინულეში.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა