ჰაეროვანი კრემიანი ფუნთუშები

5-03-2023, 21:24
251 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

კრემი

  • რძე - 250.00 მლ
  • ვანილი
  • შაქარი
  • სახამებელი ან ფქვილი
  • კვერცხი

ცომი

  • ფქვილი
  • კვერცხი
  • საფუარი
  • შაქარი
  • ზეთი
  • რძე
  • მარილი

მომზადების წესი

ფქვილი გავცრათ, შევურიოთ საფუარი, შაქარი, მარილი. შემდეგ დავამატოთ კვერცხი, ზეთი და თბილი რძე. მოვზილოთ ცომი. დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად.

სანამ გაფუვდება, მოვამზადოთ კრემი:
რძის სამი მეოთხედი ნაწილი წამოვადუღოთ შაქართან ერთად. დანარჩენი რძე დავამატოთ კვერცხს და შევურიოთ ფქვილი. კარგად გავხსნათ. შემდეგ კვერცხიან მასაში წვრილ ზოლად ჩავასხათ ადუღებული ცხელი რძე, თან ვურიოთ. დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ შესქელებამდე. დავამატოთ ვანილი და გავაციოთ.

ქვაბში ჩავასხათ ზეთი და საშუალო ცეცხლზე კარგად გავაცხელოთ. ცომი გავყოთ კვერცხისხელა გუნდებათ, გავაბრტყელოთ და გულში ჩავუდოთ კრემი. მოვუკრათ თავი და შევწვათ ცხელ ზეთში ორივე მხრიდან. მზა ფუნთუშები ქაღალდის ხელსახოცზე გადავიტანოთ, რომ ზედმეტი ცხიმი არ აჰყვეს.

ცხელსვე მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

*თუ კრემში დაახლოებით 60 გ გამდნარ თეთრ შოკოლადს შევურევთ, კიდევ უფრო გემრიელი იქნება.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა