სუპერ-ფუმფულა ცომი ერთი საიდუმლო ინგრედიენტით

5-03-2023, 21:01
173 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 3 ჭიქა
  • კეფირი - 1 ჭიქა
  • ზეთი - 0.5 ჭიქა
  • საფუარი - 10 g
  • მარილი - 1 ჩკ
  • შაქარი - 1 სკ

მომზადების წესი

კეფირს დაამატეთ ზეთი და ცოტა შეათბეთ. დაამატეთ მარილი, შაქარი. გაცრილ ფქვილს შეურიეთ საფუარი და ჩაამატეთ კეფირში. მოზილეთ ცომი. გადააფარეთ და 30 წუთი დადგით სითბოში. შემდეგ ჩაუდეთ ხომს სასურველი გულსართი და კიდევ ცოტა ხანს დატოვეთ ასაფუებლად. მანამდე კი ღუმელი გაახურეთ. ცომს გადაუსვით კვერცხი და გამოაცხეთ 180-200 გრადუსზე. ამ ცომით ბევრი რამის გამოცხობა შეიძლება: პიცის, ღვეზელების, ფუნთუშების (თუ ცომს დაამატებთ მეტ შაქარს, ვანილს და ცოტა გამდნარ კარაქს). თუ მოგეჩვენათ, რომ 30 წუთი გასაფუებლად საკმარისი არ არის, ნუ ინერვიულებთ - ასეც უნდა იყოს, რადგან ცომი ცხობისას ფუვდება.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა