უთხელესი ღვეზელები მწვანე ხახვის შიგთავსით - სწრაფი და გემრიელი საუზმე

5-03-2023, 20:41
173 ნახვა
Aa

გულსართი

  • მარილი და პილპილი
  • კამა
  • მწვანე ხახვი
  • ხახვი
  • კეფირი
  • ფქვილი
  • მარილი
  • სოდა

ინგრედიენტები

  • კარტოფილი

მომზადების წესი

კეფირი ჩავასხათ ჯამში, დავამატოთ სოდა და მარილი. ნელ-ნელა ვამატოთ ფქვილი და ვურიოთ კოვზით. როცა კოვზით მორევა შეუძლებელი გახდება გადმოვიღოთ ფქვილიან მაგიდაზე და ისე მოვზილოთ. თან ვამატებთ ფქვილს, რამდენსაც შეიზელს. საბოლოოდ ცომი არ უნდა ეკრობოდეს მაგიდას და ხელებს. მიღებულ ცომს დავასვენებთ მინიმუმ 30 წუთი. მანამდე კი მოვამზადოთ გულსართი.

მოვხარშოთ კარტოფილი, დავჭყლიტოთ. ხახვი მოვშუშოთ, მწვანე ხახვი და კამა კი წვრილად დავჭრათ და ეს ყველაფერი კარტოფილს შევურიოთ. დავამატოთ მარილი და პილპილი.

ცომის პატარა გუნდები გავაბრტყელოთ, ჩავუდოთ გული, თავი მოვუკრათ და საბრტყელებლით კარგად გავაბრტყელოთ. გამოვაცხოთ მშრალად ტაფაზე, შემდეგ კი წავუსვათ კარაქი

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა