საახალწლო სალათა "თოვლის პაპა"

21-09-2023, 11:22
193 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • პაპრიკა
  • ტკბილი წიწაკა, წითელი
  • ყველი
  • მარილი და პილპილი
  • მაიონეზი
  • კამა
  • კიბორჩხალას ჩხირები
  • სტაფილო
  • მოხარშული ბრინჯი
  • მოხარშული კვერცხი

მომზადების წესი

კიბორჩხალას ჩხირები გადახსენით, ზედა წითელი ფენა შეინახეთ სალათის მოსართავად, გულები კი დაჭერით წვრილად.
სტაფილო წვრილად გახეხეთ.
კვერცხიც გახეხეთ ან წვრილად დაჭერით. ერთი კვერცხის ცილა შეინახეთ მოსართავად. წვრილად დაჭერით რამდენიმე ღერი კამაც.
ყველა ეს ინგრედიენტი შეურიეთ და დაამატეთ ბრინჯი (1 კოვზი მოსართავად შეინახეთ), შეურიეთ მაიონეზი, მარილი და პილპილი გემოვნებით. გადაიტანეთ თეფშზე და მიეცით საჭირო ფორმა.
ყველის ნაჭრისგან გამოჭერით ნახევარი ოვალი - ეს იქნება სახე. თვალები - პილპილის მარცვლები, ლოყების ფერისთვის გამოიყენეთ დაფქული პაპრიკა, წვერ-ულვაშისთვის გახეხილი კვერცხის ცილა. ქუდი და კოსტიუმი გამოჭერით კიბორჩხალის ჩხირების წითელი ფენისგან. მოსასხამის თეთრი კანტი -ბრინჯია, ცხვირი და პირი - წითელი ტკბილი წიწაკა.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა