ფერადი ბოსტნეულის სალათა

21-09-2023, 11:14
129 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ძმარი ბალზამიკი (თეთრი)
  • ზეითუნის ზეთი
  • ოხრახუში
  • კონსერვირებული მუხუდო
  • პამიდორი
  • სალათის ფოთლები
  • მარილი და პილპილი
  • ბოლოკი (წვრილი)
  • ტკბილი წიწაკა, ყვითელი
  • ქათმის ფილე
  • ყვავილოვანი კომბოსტო

    მომზადების წესი

    ყვავილოვანი კომბოსტო მოწალეთ მდუღარე წყალში 5-6 წუთით. გადაავლეთ ცივი წყალი და დაწურეთ ზედმეტი წყლისგან.
    ქათმის ფილე გარეცხეთ, გაამშრალეთ წაუსვით მარილი, პილპილი, ზეთი და ცხელ ტაფაზე შეწვით ორივე მხრიდან.
    ამასობაში წიწაკა გაასუფთავეთ თესლებისგან და მოაჭერით ყუნწი. დაჭერით ზოლებად და სანამ ქათმის ხორცი დაასრულებს წვას, 2-3 წუთით ადრე დაამატეთ ტაფაზე და მასთან ერთად მოშუშეთ.
    ბოლოკი დაჭერით რგოლებად, პომიდორი 4-ად ან 6-ად, სალათის ფოთლები დაანაწევრეთ. მუხუდოს მარცვლები გადაიტანეთ საწურზე და გადაავლეთ წყალი. ქათმის ფილე დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.
    ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შეურიეთ და მოასხით სოუსი.
    სოუსისთვის შეურიეთ ერთმანეთს ძმარი, ზეთი, მარილი და პილპილი. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა