შაქრიანი, ოქროსფერი ფუნთუშები: რეცეპტი ბავშვობიდან!

22-06-2023, 10:13
164 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • შაქრის პუდრა
  • ვანილის შაქარი - 1 შეკვრა
  • რძისა და წყლის ნარევი - 200 მლ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • ზეთი - 100 მლ
  • შაქარი - 4 სკ
  • მშრალი საფუარი - 1 ჩკ
  • ფქვილი - 500 გ
  • მწიკვი მარილი

    მომზადების წესი

    რძისა და წყლის ნარევს დაუმატეთ ზეთი, ერთად ათქვეფილი კვერცხი, შაქრი და მარილი, შემდეგ დაუმატეთ ვანილის შაქარი და საფუარი. აურიეთ და გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ საშუალო სისქის ცომი. გააჩერეთ 1 საათი, რომ გაფუვდეს, დროდადრო ჩაზილეთ. მზა ცომი გაყავით პატარა, კვერცხის ზომის გუნდებათ და გააბრტყელეთ თხლად. თითოეულს წაუსვით ზეთი, მოაყარეთ შაქარი და ჩაჭერით შუაში ბასრი დანით.. როგორც ფოტოზეა მოცემული. ცომის ერთი მხრიდან გადაახვიეთ რულეტ-კონუსად. მოათავსეთ ფუნთუშები პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე, გააჩერეთ 15-20 წუთი (შეგიძლიათ, გადაუსვათ კვერცხის გული) და მოათავსეთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთი. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ შაქრის პუდრა.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა