შოკოლადში ამოვლებული კარამელიზებული ფორთოხალი

21-06-2023, 13:17
153 ნახვა
Aa

ალბათ უკვე წარმოგიდგენიათ, ამ დესერტის მომზადებისას, რა არომატი იტრიალებს სახლში, გემოზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • შავი შოკოლადი
  • წყალი
  • შაქარი
  • ფორთოხალი

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:

    გარეცხეთ კარგად და დაჭერით ფორთოხალი 5 მმ სისქის წრეებათ.

    აადუღეთ ქვაბში წყალი, ადუღებულ წყალში ჩაყარეთ ფორთოხლის ნარები დაახლოებით 3-4 წუთით. გადაღვარეთ წყალი, გაწურეთ ფორთოხლები (ასე სიმწარეს მოაცილებთ ფორთოხალს).

    დადგით 300 მლ წყალი გაზზე, ჩაყარეთ შაქარი და ურიეთ, სანამ შაქარი სრულიად არ გაიხსნება. მოთუთქული ფორთოხლები ჩააწყვეთ სიროფში და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში – სანამ ფორთოხლის კანი გამჭვირვალე არ გახდება (ან თითქმის გამჭვირვალე)

    ამოიღეთ ფორთოხლები სიროფიდან, დაწურეთ ზედმეტი სითხე და დააწყვეთ ღუმელის ტაფაზე, შედგით 100-120 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით. გააგრილეთ.

    ჩვენ უკვე გაქვს მზად კარამელიზებუი ფორთოხალი, ახლა შეგვიძლია გავადნოთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე და ამოვავლოთ ფორთოხლები მასში. დააწყვეთ შოკოლადში ამოვლებული ფორთოხლები საცხობ ქაღალდზე გასაშრობად.

    P.S.
     ნუ შედებთ მაცივარში იმისათვის, რომ მალე გაშრეს შოკოლადი. აჯობებს მოიცადოთ და ოთახის ტემპერატურაზე გააციოთ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა