ინგლისური კრემი დარიჩინით

21-06-2023, 13:05
123 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ზღვის მარილი
  • დარიჩინის ჩხირი
  • ვანილის შაქარი
  • შაქარი
  • ნაღები 10%
  • კვერცხის გული

მომზადების წესი

წინასწარ გამოიღეთ კვერცხი მაცივრიდან, რათა ოთახის ტემპერატურის იყოს.
გააცალკევეთ ცილა გულისგან. გულს მოაყარეთ ოდნავ მარილი - ეს კრემს უფრო ლამაზ ყვითელ ფერს მიანიჭებს.
აიღეთ დარიჩინის ჩხირები მაშით და 30-40 წამის განმავლობაში მოატარეთ ცეცხლზე. შემდეგ დაამტვრიეთ ჩხირები რამდენიმე ნაწილად მყარი საგნის მეშვეობით.
ნაღები ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ ვანილის შაქარი და 100 გ შაქარი. ჩაყარეთ დარიჩინის ჩხირები.
დადგით დაბალ ცეცხლზე ქვაბი და ისე, რომ არ შეწყვიტოთ მორევა, მიიყვანეთ ადუღებამდე.
გადმოდგით ცეცხლიდან ქვაბი, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ ამოიღეთ დარიჩინის ჩხირები.
კვერცხის გული ათქვიფეთ დარჩენილ შაქართან ერთად მიქსერით ცეცხლგამძლე ჭურჭელში. შეათბეთ ნაღების მასა, მიიყვანეთ ადუღებამდე. თქვიფეთ კვერცხის გული და შაქარი და ასე ჩაუმატეთ ნაღების მასის 1/4 . როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, კიდევ დაუმატეთ ცხელი ნაღების 1/4 , შემდეგ დარჩენილიც წვრილი ნაკადით.
დადგით ჯამი წყლის აბაზანაზე და ხარშეთ კრემი გასქელებამდე. თან შეუჩერებლად ურიეთ.
გადაიტანეთ კრემი მაშინვე ცივ ჯამში და დააფარეთ პირდაპირ ზედაპირზე საკვების შესაფუთი ცელოფანი. ეს იმისთვის, რომ არ გაიკეთოს აპკი.
გააცივეთ და მიიტანეთ სუფრასთან ხილთან და ნაყინთან ერთად.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა