ესკიმო ბანანით – სასარგებლო დესერტი ბავშვებისთვის

21-06-2023, 12:59
193 ნახვა
Aa

ლამაზი, გემრიელი და ძალიან მარტივად მოსამზადებელი დესერტი ნებისმიერი ბავშვის დღესასწაულისთვის გამოდგება.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ხის ჩხირები
  • ფერადი კულინარიული მოსაყრელი
  • ნიგოზი ან თხილი
  • კარაქი
  • შავი შოკოლადი
  • ბანანი

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:

    ბანანი გაფცქვენით, გაჭერით სიგრძეზე ორ ნაწილად, თითოეულ ნაწილში ჩაარჭვეთ ხის ჩხირი.

    დააწყეთ ბანანები ხის დაფაზე და შედგით საყინულეში 15-20 წუთით.

    გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე, დაუმატეთ კარაქიი და კარგად აურიეთ.

    თხილი ან ნიგოზი დააქუცმაცეთ დანით. ფერადი მოსაყრელი დაყარეთ თეფშზე. გამოიღეთ ბანანები საყინულდან, ჩააწეთ თითოეული ბანანა გამდნარ შოკოლადში, შემდეგ ამოავლეთ თხილში ან ფერად მოსაყრელში.

    შედგით ბანანები მაცივარში რამდენიმე წუთით, შოკოლადის გამაგრებამდე. დესერტი მზად არის.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა