სწრაფი "პეჩენიები" ტაფაზე

+1
21-06-2023, 12:45
241 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • სოდა
  • ფქვილი
  • შაქარი
  • ზეთი
  • არაჟანი
  • კვერცხის გული

    მომზადების წესი

    შეურიეთ ერთმანეთს არაჟანი, ზეთი და კვერცხის გული. დაამატეთ შაქარი, აურიეთ, შემდეგ დაამატეთ ფქვილი და სოდა. მივიღებთ პრიალა, რბილ ცომს. მივცეთ ძეხვის ფორმა და დავჭრათ 2 სმ სისქის რგოლებად. მივცეთ ფორმა, მსუბუქად დავაბრტყელოთ, ისე რომ 1 სმ-ზე სქელი არ იყოს, თორემ ცუდად გამოცხვება.
    გამოვაცხოთ მშრალ ტაფაზე, როემლიც არ იკრავს, ძალიან დაბალ ცეცხლზე, ორივე მხრიდან. ცეცხლი თუ მაღალი იქნება, შიგნიდან გამოცხობას ვერ მოასწრებს, გარედან კი დაიწვება.

    ცომს გემოვნებით შეგვიძლია დავამატოთ სხვადასხვა სანელებელი: ვანილი, დარიჩინი, ჯანჯაფილი, ლიმონის ცედრა, ასევე ქიშმიში და სხვა.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა