სწრაფად მოსამზადებელი ჯემიანი რულეტი

21-06-2023, 12:32
265 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • შაქრის პუდრი
  • ჯემი - 200 გ
  • ფქვილი - 110 გ
  • შაქარი - 110 გ
  • კვერცხი - 4 ც
  • მარილი
  • სოდა

    მომზადების წესი

    ფქვილი, მარილი და სოდა შეურიეთ ერთმანეთს. კვერცხის ცილისგან გავაკეთოთ ბეზე, შევათქვიფოთ შაქარი, შემდეგ გულები. ბოლოს გადავურიოთ ფქვილი, მიქსერის გარეშე. მიღებული ცომი გადავიტანოთ ღუმელის ოთხკუთხა ყალიბში, რომელსაც ძირში ცხიმწასმულ ქაღალდს ჩავუფენთ. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 6-8 წუთი

    პარალელურად, გავამზადოთ ჯემი. თუ ძალიან სქელია, ცოტა შევათბოთ რომ გათხელდეს. ღუმელიდან გამოღებული ბისკვიტი გადმოვაბრუნოთ, ავაძროთ ქაღალდი და ცხელსვე წავუსვათ ჯემი, თან გადავახვიოთ. ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა