ლიმონის და მაწვნის კექსი

21-06-2023, 12:28
331 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • ზეთი - 0.5 ჭიქა
  • 1 ლიმონის ცედრა
  • ფქვილი - 1.5 ჭიქა
  • სოდა - 1 ჩკ
  • მაწონი - 1 ჭიქა
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • მარილი
  • კვერცხი - 3 ც

მომზადების წესი

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ფორმას წაუსვით კარაქი და მოაფრქვიეთ ფქვილი.შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, სოდა, მარილი. ცალკე აურიეთ მაწონი, შაქარი, კვერცხი, ლიმონის ცედრა, ვანილი. კარგად ათქვიფეთ და დაამატეთ მშრალი ინგრედიენტები. ბოლოს შეურიეთ ზეთი. გადაიტანეთ ცომი ფორმაში და გამოაცხეთ დაახლოებით 35-50 წუთი (ფორმის სიღრმის მიხედვით)მზა კექსი 10 წუთი დატოვეთ ფორმაში, შემდეგ გადმოიღეთ და გააცივეთ. მორთეთ შაქრის პუდრით. სურვილის შემთხვევაში კი ხილითაც

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა