ღორის ხორცის რულეტები შიგთავსით

21-06-2023, 10:47
176 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • ნაღები
  • ღორის ხორცი, რბილი
  • სოკო
  • ხახვი
  • ყველი
  • მოხარშული კვერცხი

    მომზადების წესი

    დავიწყოთ შიგთავსის მომზადებით. დაჭრილი სოკო და ხახვი მოვშუშოთ ცხელ ტაფაზე, ცოტა ზეთში. მოშუშული მასა გადავიტანოთ ჯამში და დავამატოთ დაჭრილი კვერცხი, გახეხილი ყველი, მარილი და პილპილი. 

    ღორის ხორცი დავჭრათ 1 სმ-ზე ოდნავ თხელ ნაჭრებად, კარგად დავბეგვოთ, რის შემდეგაც ხორცი კიდევ უფრო გათხელდება და სიგანეში გავა. 
    ხორცის ნაჭერს ერთ ბოლოში დავადოთ გულსართი და გადავახვიოთ, დავაფიქსიროთ ხის ჩხირებით.
    ტაფაზე დავასხათ ზეთი და გავაცხელოთ საშუალო ცეცხლზე. შევწვათ რულეტები ყველა მხრიდან. შემდეგ გადავიტანოთ ღუმელისთვის განკუთვნილ ჭურჭელში, დავასხათ 1.5 ჭიქა წყალი, მოვასხათ ნაღები, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი. სუფრასთან მივიტანოთ ცხელი, როგორც მთავარი კერძი. გარნირი შეგვიძლია მოვუმზადოთ სხვადასხვანაირი, სურვილის მიხედვით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა