ღორის კანები ნივრით

21-06-2023, 10:11
188 ნახვა
Aa

ეს ცივი კერძი აღმოსავლეთ საქართველოში ძალიან პოპულარულია. სანელებლებიდან ძირითადად დაფნის ფოთოლი, პილპილისა და ბაჰარის მარცვლები გამოიყენება, თუმცა, ზოგჯერ სანელებლებს არც უმატებენ და მხოლოდ ნივრითა და მარილით კაზმავენ. მისაყოლებლად ძალიან უხდება არაყი.


ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ბაჰარის მარცვალი
  • პილპილის მარცვლები
  • მარილი
  • დაფნის ფოთოლი
  • ნიორი
  • ღორის გასუფთვებული კანი

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:

    ღორის კანები ჩავყაროთ წყალში და თავდახურული საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ. წყალი უნდა ფარავდეს კანებს. როცა წამოდუღდება, დავუმატოთ მარილი, პილპილისა და ბაჰარის მარცვლები, დაფნის ფოთლები და ვხარშოთ, სანამ ძალიან დარბილდება და ნახარში არ გათეთრდება, შემდეგ გადავწუროთ, დავუმატოთ დანაყილი ნიორი და გავაცივოთ, მივირთვათ მდოგვთან ერთად.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა