ღუმელში მომზადებული საოცრად წვნიანი და გემრიელი კატლეტები!

21-06-2023, 09:47
118 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და წიწაკა
  • მდოგვი - 3 სკ
  • ოხრახუში - 1 კონა
  • კვერცხი - 3 ცალი
  • ხახვი - 3 თავი
  • რძე - 1 ჭიქა
  • თეთრი პური, ან ფუნთუშა - 5 ნაჭერი
  • საქონლის ხორცის ფარში - 1 კგ

მომზადების წესი

რძეში დაალბეთ პურის ნაჭრები, შემდეგ გადაუღვარეთ ზედმეტი სითხე.ხორცის ფარშს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, კვერცხი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მდოგვი, მარილი და წიწაკა და ხელით აურიეთ.მიღებული ფარშისგან გააკეთეთ კატლეტები, მოათავსეთ პერგამენტდაფენილ ლითონის ფირფიტაზე და აცხვეთ 200-230 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი.გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა