ძალიან ადვილი მარწყვის დესერტი

20-06-2023, 11:37
154 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარწყვი
  • სწრაფი ჟელე მარწყვის არომატით
  • ნაღები 35 %
  • მზა ბისკვიტი
  • შაქრის პუდრი
  • წყალი

    მომზადების წესი

    იყიდეთ მზა ბისკვიტი ან გამოაცხეთ თქვენ თვითონ (იხილეთ რეცეპტი). გაციებული ბისკვიტი დაჭერით  კუბებად. ჟელე გახსენით წყალში ინსტრუქციის მიხედვით და შეურიეთ დაჭრილი მარწყვი (ნახევარი ულუფა). შედგით მაცივარში ცოტა ხნით, რომ მსუბუქად შეიკრას. შემდეგ დარჩენილი მარწყვი შეურიეთ.
    ათქვიფეთ ნაღებისგან კრემი. დაამატეთ შაქრის პუდრი გემოვნებით. აიღეთ დიდი ლამაზი თასი და ააწყვეთ დესერტი: რიგ-რიგობით გაანაწილეთ ბისკვიტი, კრემი და მარწყვიანი ჟელე.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა