ყველის საფანელში და ნაღების სოუსში შემწვარი სკუმბრია

20-06-2023, 11:27
134 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ნაღები - 2 სკ
  • მარილი და პილპილი
  • ყველი (მაგარი სახეობის) - 2 სკ
  • საფანელი - 2 სკ
  • კეფირი - 1 სკ
  • ნიორი - 2 კბილი
  • სკუმბრია - 2 ცალი

    მომზადების წესი

    დანაყეთ ან წვრილად დაჭერით ნიორი და შეურიეთ ნაღებსა და კეფირს.

    წვრილ სახეხზე გახეხეთ ყველი და შეურიეთ საფანელი.

    კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ თევზი და დაჭერით თანაბარ ნაჭრებად.

    მოათავსეთ თევზი გამოსაცხობ ფორმაზე, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

    მოასხით ნაღებისა და კეფირის სოუსი და მოაყარეთ ყველისა და საფანელის ნარევი.

    გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე და მოათავსეთ თევზი გამოსაცხობად 25-30 წუთი.

    შემწვარი სკუმბრია სუფრასთან შეგიძლიათ მიიტანოთ კარტოფილთან და ბოსტნეულის სალათთან ერთად.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა