ორაგულის პროფიტროლები - საუკეთესო წასახემსებელი გურმანებისთვის

20-06-2023, 11:23
148 ნახვა
Aa

სწორად შერჩეული ხემსი კი არ მატებს კალორიებს, არამედ პირიქით - ამცირებს, რადგან ამ შემთხვევაში არ მიირთმევ ბევრ ძირითად კერძს. მთავარია, წასახემსებელი იყოს ნოყიერი და სასარგებლო, როგორც ეს პროფიტროლები.
 

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • დაჭრილი ოხრახუში
  • ხიზილალა დეკორისთვის
  • შებოლილი ან დამარილებული ორაგული
  • ხაჭო
  • კვერცხი
  • მწიკვი მარილი
  • რაფინირებული ზეთი
  • წყალი
  • ფქვილი

    მომზადების წესი

    მომზადება:
    სქელძირიან ქვაბში ჩაასხით წყალი და ზეთი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ თანდათანობით ფქვილი და ენერგიულად ურიეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და ოდნავ შეაგრილეთ.
    მიქსერით შეათქვიფეთ კვერცხი.
    ცომისგან გააკეთეთ 5-5 სმ-იანი ბურთები. მოათავსეთ პერგამენტდაფენილ ლითონის ფირფიტაზე და აცხვეთ 200 გრადუსზე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.
    შემდეგ დაუკელით სიმხურვალეს 180 გრადუსზამდე და გააგრძელეთ ცხობა კიდევ 40 წუთი.
    ორაგილი დაჭერით პატარა ნაჭრებად. შეურიეთ ხაჭო ბლენდერის მეშვეობით, თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ მწვანილი.
    მზა ფუნთუშები-პროფიტროლები ფრთხილად გაჭერით შუაზე. მოათავსეთ ერთ ნახევარში ხაჭოსა და ორაგულის გულსართი, დაადეთ ცოტაოდენი ხიზილილალა და დააფარეთ ცომის მეორე ნახევარი. პროფიტროლები მზად არის. ულამაზესი წასახემსებლით თამამად შეგიძლიათ გააფორმოთ საახალწლო სუფრა.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა