ტომატის სამარხვო წვნიანი კურკუმით

20-06-2023, 11:03
113 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • ნიგოზი - 1.00 ს/კ
  • გოგრის თესლი - 1.00 ს/კ
  • ზეითუნის ზეთი - 1.00 ჩ/კ
  • ვაშლის ძმარი - 1.00 ს/კ
  • ხმელი ბაზილიკი - 1.00 ჩ/კ
  • კურკუმა - 2.00 ჩ/კ
  • ოხრახუში - 4.00 ღერი
  • ნიორი
  • ხახვი - 1.00 პატარა თავი
  • ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი
  • ჩერი პომიდორი - 150.00 გ
  • დაკონსერვებული პომიდორი - 450.00 გ

    მომზადების წესი

    გაფცქვენით ხახვი და ნიორი, დაჭერით წმინდად. პომიდორი ჩერი დაჭერით შუაზე.

    გაახურეთ ქვაბში ზეითუნის ზეთი და მოხრაკეთ ხახვი და ნიორი 1 წუთის განმავლობაში.

    დაუმატეთ პომიდორი ჩერი და კურკუმა, თუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში, სანამ პომიდორი არ დარბილდება. თან ურიეთ.

    შემდეგ დაუმატეთ პომიდვრის კონსერვი და ხმელი ბაზილიკი. ჩაასხით ბულიონი (ან წყალი), ვაშლის ძმარი და მიიყვანეთ მასა ადუღებამდე.

    დააფარეთ ქვაბს თავსახური, დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ წვნიანი 5 წუთი.

    მშრალ ტაფაზე მოხალეთ ნიგოზი და გოგრის გარჩეული თესლი. ნიგოზი დაჭერით.

    მზა წვნიანი დააბლენდერეთ კრემ-სუფის კონსისტენციის მიღებამდე, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

    სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ნიგოზი და გოგრის თესლი, ასევე დაჭრილი ოხრახუში.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა