სამარხვო "სალიანკა" ქამა სოკოთი და კომბოსტოთი

20-06-2023, 10:51
209 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • სტაფილო - 1.00 ცალი
  • ქამა სოკო - 300.00 გ
  • ხახვი - 1.00 თავი
  • კომბოსტო - 1.00 თავი
  • ზეთი - 4.00 ს/კ
  •  შაქარი
  • ფქვილი - 1.00 ს/კ
  • ნიორი - 1.00 კბილი
  • პომიდორი საკუთარ წვენში - 200.00 გ
  • შაქარი, მარილი და პილპილი
 

მომზადების წესი

გაფცქვენით და გაასუფთვეთ ბოსტნეული. ხახვი დაჭერით ნახევარწრეებად, სტაფილო გახეხეთ,ნიორი დაჭერით წვრილად.

ქამა სოკო დაჭერით თხელ ფირფიტებად და შეწვით 1 ს/კზეთში 10 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ კიდევ 1 ს/კ ზეთი და ხახვი და შეწვით კიდევ 6 წუთის განმავლობაში.

დაჭერით წმინდად კომბოსტო, დაუმატეთ სტაფილო, დაუმატეთ ცოტა მარილი, ხელით ასრისეთ, სანამ არ გამოუშვებს წვენს.

მოთუშეთ ცალკე ჭურჭელში დარჩენილ ზეთში 7 წუთის განმავლობაში.

დაუმატეთ ტომატის კონსერვი, მარილი, პილპილი და შაქარი. აურიეთ და თუშეთ 15 წუთის განმავლობაში თავდახურულ ქვაბში.

მოხალეთ ფქვილი მშრალ ტაფაზე ოდნავ, დაუმატეთ კომბოსტოს მასას, აურიეთ და დაუმატეთ ხახვთან ერთად შემწვარი სოკო და ნიორი. თუშეთ კიდევ 1-2 წუთი.

გემრიელად მიირთვით! 

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა