პიკანტური სალათა - თაფლში დამარინადებული პომიდორი

2-06-2023, 18:17
143 ნახვა
Aa

მომზადების წესი

დაჭერით პომიდორი პატარა ნაჭრებად და მოათვსეთ სასალათეში ან ქილაში.
მარინადისთვის: ერთმანეთში აურიეთ ზეთი და ძმარი, დაუმატეთ თაფლი, მარილი, დაჭყლეტილი ნიორი (ან წვრილად დაჭრილი, პიტნის ფოთლები და წიწაკა ჩილი გემოვნებით. აურიეთ.
დაასხით მარინადი პომიდორს და ფრთხილად ამოურიეთ, რათა მარინადი თანაბრად განაწილდეს. დააფარეთ სასალათეს ან ქილას თავსახური და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.
უგემრიელესი სალათა მზად არის. გამოიყენეთ გარნირად ნებისმიერ კერძთან.
გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა