ყავის ტორტი - საუკეთესო დესერტი მეგობრული შეკრებებისთვის

31-05-2023, 11:24
351 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

მინანქარი

  • კარაქი
  • რძე
  • შოკოლადი

კრემი

  • ჟელატინი
  • ყავის ლიქიორი ან ბეილისი
  • შაქარი
  • მაგარი ყავა
  • ხაჭო
  • ნაღები 35 %

ინგრედიენტები

  • კაკაო
  • ფქვილი
  • შაქარი
  • კვერცხი

    მომზადების წესი

    კვერცხი და შაქარი თქვიფეთ გათეთრებამდე.  მოცულობამში რომ 3-ჯერ გაიზრდება, დაამატეთ ფქვილი და კაკაო. ფრთხილად გადაურიეთ და გადაიტანეთ 21 სმ დიამეტრის ცხიმწასმულ ფორმაში. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.
    გააგრილეთ ფორმაში, შემდეგ გადმოიღეთ და  გააცივეთ. ჩადეთ იგივე ფორმაში ძირით ზემოთ.

    50 გრ ყავას შეურიეთ 1 კოვზი ლიქიორი და დანამეთ ბისკვიტი.

    ჟელატინი დაალბეთ 2 კოვზ წყალში, შემდეგ დაამატეთ ცხელი ყავა( 100 მლ) და გაადნეთ.   ხაჭო ათქვიფეთ ბლენდერში. ცალკე ათქვიფეთ მიქსერით შაქრიანი  ნაღები და შეურიეთ ხაჭო. შემდეგ შეურიეთ ყავა, დაასხით ბისკვიტს და შედგით მაცივარში სანამ გამაგრდება.

    მინანქრის ინგრედიენტები გაადნეთ, შეაგრილეთ და დაასხით ტორტს. 

    თუ ხაჭოს ნაცვლად გამოიყენებთ მასკარპონეს, ტორტს უფრო მდიდრულ და კარგ გემოს მიიღებთ

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა