არაჟნის კრემი
ბეზეს ფენა
ფხვიერი ბისკვიტი
ინგრედიენტები
ფქვილს დაამატეთ კარაქი, კვერცხის გულები და არაჟანი. აურიეთ, რომ ქვიშასავით მასა მიიღოთ. ათქვიფეთ ცილისგან ბეზე და ნელნელა შეათქვიფეთ შაქარი.
ნიგოზი დააქუცმაცეთ საშუალო ზომაზე.
ფხვიერი ცომი გაყავით 4 ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ 26 სმ დიამეტრზე. წაუსვით ბეზე და ზემოდან მოაყარეთ ნიგოზი. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20 წუთი. გააცივეთ და გააჩერეთ 24 სთ ოთახის ტემპერატურაზე.
შოკოლადის ბისკვიტისთვის დარბილებული კარაქი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ კვერცხები, შემდეგ შეურიეთ არაჟანი, ბოლოს კი დარჩენილი მშრალი ინგრედიენტები.
გადაიტანეთ 26 სმ დიამეტრის ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი.
გაცივების შემდეგ გაჭერით ორ ნაწილად.
არაჟანი შაქართან ერთად გათქვიფეთ.
კარაქის კრემისთვის დარბილებული კარაქი ათქვიფეთ. თანდათან შეათქვიფეთ 150 გ შესქელებული რძე.
შოკოლადის ბისკვიტს წაუსვით არაჟნის კრემი, ზემოდან დაადეთ ფხვიერი ბეზეიანი ბისკვიტი. გადაუსვით კარაქიანი კრემი. შემდეგი ბეზეიანი ფირფიტა დაადეთ ბეზეს ფენით ქვემოთ და გადაუსვით კვლავ კარაქის კრემი. დაადეთ ფხვიერი ცომისა და ბეზეს მესამე ფირფიტა ჩვეულებრივი წესით, ცომით ქვემოთ, გადაუსვით კარაქის კრემი და დაადეთ ბოლო, მეოთხე ფირფიტა კვლავ ბეზეს ფენით ქვემოთ.
გადაუსვით არაჟნის კრემი და დაადეთ შოკოლადის ფირფიტა. ტორტს გარედან და გვერდებზე შემოუსვით კრემის თხელი ფენა და მორთეთ სურვილისამებრ.