შოკოლადის და ნიგვზის ტორტი

31-05-2023, 11:05
197 ნახვა
Aa

გთავაზობთ იდეალური შოკოლადის ბისკვიტის რეცეპტს, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ სხვადახვა ტორტისა და დესერტის მოსამზადებლად.

ინგრედიენტები

კრემი

  • დაჭრილი ნიგოზი - 1 ჭიქა
  • დარბილებული კარაქი - 250 გ
  • მოხარშული შესქელებული რძე - 1 ქილა
  • კვერცხი - 6 ც
  • შაქარი - 180 გ
  • მდუღარე წყალი - 4 სკ
  • ხსნადი ყავა - 1 სკ
  • კაკაო - 30 გ
  • ფქვილი - 150 გ
  • სოდა - 1 ჩკ
  • ვანილი
  • ზეთი - 60 მლ

    მომზადების წესი

    ფქვილი, კაკაო და სოდა ერთად გაცერით. 2 კოვზ მდუღარე წყალში გახსენით ყავა. ოთახის ტემპერატურის კვერცხები და შაქარი თქვიფეთ 10 წუთის განმავლობაში, სანამ არ მიიღებთ მოცულობაში 2-3-ჯერ გაზრდილ, ფაფუკ, ჰაეროვან, მუსის მაგვარ ნარევს. თქვეფის პროცესში დაამატეთ 2 კოვზი მდუღარე წყალი, ყავა, შემდეგ წვრილ ზოლად ჩაასხით ზეთი. თქვეფა არ შეწყვიტოთ. 2 ეტაპად დაამტეთ ფქვილი, ტან მიქსერის გარეშე შეურიეთ ფრთხილი მოძრაობებით ზემოდან ქვემოთ.22-26 სმ დიამეტრის ფორმას ძირში ჩააფინეთ ქაღალდი და გადაიტანეთ ცომი. ცხვება 180 გრადუსზე 35-40 წუთი.გაცივების შემდეგ ბისკვიტი გაჭერით 3-4 ფენად და წაუსვით კრემი.კრემისთვის ათქვიფეთ დარბილებული კარაქი, შემდეგ ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ შესქელბული რძე.კრემი წაუსვით 3 ფენას. კრემის წასმის შემდეგ მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი. ბოლო ფენას ზემოდან გამდნარი შოკოლადი მოასხით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა