შოკოლადის და ქოქოსის ტორტი

31-05-2023, 11:00
175 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ბეზე

  • ნებისმიერი კრემი
  • სახამებელი - 1 სკ
  • ქოქოსის ფანტელი - 160 გ
  • შაქარი - 100 გ
  • კვერცხის ცილა - 5 ც

ინგრედიენტები

  • არაჟანი - 5 სკ
  • სოდა - 1 ჩკ
  • კაკაო - 3 სკ
  • კვერცხის გული - 2 ც
  • კარაქი - 100 გ
  • შაქარი - 100 გ
  • ფქვილი - 200 გ

    მომზადების წესი

    გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. თუნუქის საცხობ ფურცელს დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. კარაქი, არაჟანი და კვერცხი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.შეურიეთ ფქვილი, სოდა, კაკაო, შაქარი. დაამატეთ არაჟანი, კვერცხის გულები და დარბილებული კარაქი. ათქვიფეთ მიქსერით. მიღებული ცომი გადაიტანეთ ტაფაზე და გაანაწილეთ. ათქვიფეთ ცილა მწიკვ მარილთან ერთად. ნაწილ-ნაწილ დაამატეთ შაქარი, თან თქვეფა განაგრძეთ. როცა მყარ, პრიალა, კარგად ათქვეფილ ბეზეს მიიღებთ, ულუფებად შეურიეთ ქოქოსი და სახამებელი. მიღებული მასა გადაუსვით შოკოლადის ცომს. გამოაცხეთ 40-45 წუთი. ბეზემ ზემოდან მსუბუქი ოქროსფერი უნდა მიიღოს, ხოლო ცომი კარგად აიწიოს. გაციებული ბისკვიტი ორ თანაბარ ნაწილად გაყავით. წაუსვით ნებისმიერი სასურველი კრემი: არაჟნის, ნაღების, მოხარშული (შეგიძლიათ დარჩენილი კვერცხის გულებით მოამზადოთ)... და მორთეთ თქვენი ფანტაზიით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა