ტორტი "ოქროს გასაღები"

28-05-2023, 11:31
288 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • დაჭრილი ნიგოზი - 1 ჭიქა
  • დარბილებული კარაქი - 200 გ
  • კვერცხი - 7 ც
  • შაქარი - 1.5 ჭიქა
  • სოდა - 1 ჩკ
  • თაფლი - 2 სკ
  • ფქვილი - 2.5 ჭიქა
  • კაკაო - 3 სკ
  • დაჭრილი ნიგოზი - 1 ჭიქა
  • მოხარშული შესქელებული რძე - 1 ქილა

    მომზადების წესი

    კვერცხები და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე. უნდა მიიღოთ ფუმფულა, ჰაეროვანი მასა. დაამატეთ 2 ს.კ ცხელ წყალში გახსნილი თაფლი, სოდა და კიდევ ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ გაცრილი ფქვილი და კაკაო, ნიგოზი და კვლავ კარგად აურიეთ. მიიღებთ არაჟნის სისქის ცომს. გაყავით სამად და გამოაცხეთ სამი ფირფიტა ქარალდჩაფენილ ფორმაში (დაახლოებით 25X35 სმ) 180-190 გრადუსზე. კრემისთვის ათქვიფეთ კარაქი და ვანილი. ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ შესქელებული რძე და წაუსვით სამივე ფენას. კრემის შემდეგ ფენებს მოაყარეთ ნიგოზი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა