ვამზადებთ ნამდვილ ჩიტის რძეს

28-05-2023, 11:28
201 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ცივი წყალი
  • რძე
  • ჟელატინი
  • შაქარი
  • კაკაო
  • შოკოლადის მინანქრისთვის:
  • ზეთი
  • ათქვეფილი ნაღები
  • არაჟანი
  • შაქარი
  • რძე
  • ჟელატინი

    მომზადების წესი

    მომზადება:

    პატარა ქვაბში ერთმანეთში ჩაყარეთ ჟელატინი და დაასხით 1 ჭიქა რძე. გააჩერეთ 15 წუთი, გაფუვდეს. შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და ისე რომ ურიოთ, გაადნეთ ჟელატინი. როცა რძეს ორთქლი აუვა, გადმოდგით (არ აადუღოთ).

    გადადგით რძიანი ქვაბი გვერდზე.

    20-30 სმ დიამეტრიც ფორმაზე (უმჯობესია, მინის ღრმა ჭურჭელი იყოს) წაუსვით ზეთი. ჯამში მიქსერის საშუალო სიჩქარეზე ათქვიფეთ 1 ჭიქა შაქარი, არაჯანი და ნაღები კარგად.
    ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა, ჩაუმატეთ ჟელატინიანი რძე.

    მაშინვე ჩაასხით მასა მომზადებულ ფორმაში. მოასწორეთ თავი მაქსიმალურად თანაბრად, გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და შედგით მაცივარში.

    მინანქრისთვის: პატარა ქვაბში ერთმანეთში აურიეთ კაკაო, შაქარი და ჟელატინი. თქვიფეთ და ისე და უმატეთ წყალი და რძე.

    დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ მასა ადუღებამდე, თან შეუჩერებლად ურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი და პრიალა მინანქარი. გადადგით მინანქარი გვერდზე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.

    შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან ტორტი და ნელა დაასხით შოკოლადის მინანქარი. კვლავ შედგით მაცივარში მინიმუმ 5 საათით.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა