ულამაზესი ჟელეს ტორტი-სალათა "ქაშაყი ქურქში" - გააოცეთ სტუმრები!

26-05-2023, 11:52
193 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • შაქარი
  • ძმარი
  • წყალი
  • მარილი და პილპილი
  • ჟელატინი
  • წყალი
  • მაიონეზი
  • ხახვი
  • სტაფილო
  • კარტოფილი
  • ქაშაყის ფილე
  • ჭარხალი

    მომზადების წესი

    მომზადება:
    მოხარშეთ ბოსტნეული: კარტოფილი კანიანად, ჭარხალი და სტაფილო.
    გააცივეთ.
    ჟელატინი გახსენით 100 მლ წყალში და გააჩერეთ 20 წუთი, რათა გაფუვდეს.
    დაამარინადეთ ხახვი: დაჭერით ახევარწრეებად, დაასხით ძმარი, წყალი და დაუმატეთ შაქარი. გააჩერეთ ასე 20-30 წუთი.
    გაფცქვენით მოხარშული ბოსტნეული და გახეხეთ.
    ქაშაყი გასუფთავეთ, გაათავისუფლეთ ფხებისგან და დაჭერით კუბიკებად.
    გაფუებული ჟელატინი დადგით წყლის აბაზანაზე და ურიეთ, სანამ ბოლომდე არ გადნება. არ აადუღოთ.
    ცოტა გააგრილეთ და შეურიეთ მაიონეზს, კარგად აურიეთ.
    ფორმას, რომელშიც გსურთ, რომ მოამზადოთ სალათა, მოასხურეთ ოდნავ ცივი წყ ალი და ჩააფინეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი.
    გახეხილ ჭარხალს დაუმატეთ 4 ს/კ ჟელეიანი მაიონეზეი, აურიეთ და მოათვსეთ ფორმაში პირველ ფენად.
    კარტოფილს დაუმატეთ 3 ს/კ ჟელეიანი მაიონეზი და ნახევარი თანაბრად გაანაწილეთ ჭარხლის ზემოდან.
    დამარინადებული ხახვი გაწურეთ და შეურიეთ დაჭრილ ქაშაყს. დაუმატეთ 2-3 ს/კ ჟელეიანი მაიონეზი და გაანაწილეთ კარტოფილის ზემოდან.
    ქაშაყზე კი მოათავსეთ დარჩენილი კარტოფილი.
    გახეხილ სტაფილოს შეურიეთ 4 ს/კ მაიონეზი და გაანაწილეთ კარტოფილის შემდეგ ფენად.
    გადააფარეთ ფორმას საკვების შესაფუთი ცელოფანი და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით. უმჯობესია - მთელი ღამით.
    მზა სალათა გადმოაბრუნეთ, მოხსენით ცელოფანი ფრთხილად, მორთეთ მწვანილით ან დამარინადებული ხახვით.
    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა