ნაყინი არაჟნით - მარტივი და ხელმისაწვდომი

25-05-2023, 14:09
497 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • მოცხარი, მოცვი, ჟოლო, მარწყვი ან ნებისმიერი გაყინული კენკრა - 300 გ
  • არაჟანი - 300 გ
  • შაქარი - 75 გ

    მომზადების წესი

    ყველა ინგრედიენტი ერთად მოვათავსოთ და ბლენდერით კარგად ავთქვიფოთ. ხილს წინასწარ ნუ გაადნობთ. გადავიტანოთ კონტეინერში და გავყინოთ. 2 საათში პირდაპირ კონტეინერშივე ავტქვიფოთ ხელის ბლენდერის დახმარებით. ეს პროცედურა გავიმეოროთ 2-ჯერ, 1 საათის ინტერვალით, რათა არ დაკრისტალდეს და თანაბრად გაიყინოს.

    გაითვალისწინეთ, რომ არაჟანი უნდა იყოს მაღალპროცენტიანი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა