ნაზი და გემრიელი ვანილის ნაყინი ახალი მარწყვით

25-05-2023, 13:57
187 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • მარწყვის ჯემი
  • მარწყვი
  • შაქარი
  • სოუსისთვის
  • ვანილი
  • კვერცხის გული
  • შაქარი
  • ნაღები 20%-იანი
  • რძე

    მომზადების წესი

    რძეს ჩავამატოთ ვანილი და გავაცხელოთ.

    კვერცხის გული და შაქარი ავთქვიფოთ მუსუს კონსისტენციამდე, ნელ-ნელა ჩავასხათ რძე და ავურიოთ. დავაბრუნოთ საშუალო ცეცხლზე და გამუდმებით ვურიოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ შესქელდება.

    გავაციოთ და დავამატოთ ნაღები. შევდგათ საყინულეში.

    როცა ნაპირები გაიყინება, გამოვიღთ და კარგად ავთვიფოთ. შევაბრუნოთ ისევ საყინულეში და ეს პროცედურა გავიმეოროთ 2-3-ჯერ. თუ ნაყინს სპეციალურ აპარატში ვამზადებთ, ეს საჭირო არ არის, რადგან აპარატი თვითონ ურევს გაყინვის პარალელურად.

    სოუსის მოსამზადებლად,1/2 ჭიქა წყლით და შაქრით მოვამზადოთ სიროფი, დავამატოთ მარყვი, ჯემი და ვანილი. წამოვადუღოთ, გავაციოთ და ბლენდერში ავთქვიფოთ. სანამ ნაყინზე მოვასხამთ, მაცივარში კარგად გავაციოთ.

    მარწყვის გარდა, შეგვიძლია ნებისმიერი სეზონური ხილი გამოვიყენოთ, შესაბამის ჯემთან ერთად

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა