გახსოვთ? ტორტი "ზანგის ღიმილი"

25-05-2023, 12:06
248 ნახვა
Aa

ესაც მორიგი ნოსტალგიური რეცეპტი... გახსოვთ ალბათ ეს ზღაპრული გემო, თუ არადა, გირჩევთ, გაიხსენოთ.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • თბილი წყალი - 4 სკ
  • შაქრის პუდრა - 150 გ
  • კაკაო - 3 სკ
  • მინანქრისთვის
  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • კაკაო - 1 სკ
  • რძე ან კეფირი - 0.5 ჭიქა
  • სოდა ძმრით - 1 ჩკ
  • კარაქი - 150 გ
  • შაქარი - 2.5 ჭიქა
  • კვერცხი - 6 ცალი

    მომზადების წესი

    ბისკვიტი: 6 კვერცხის გული ათქვიფეთ ერთ ჭიქა შაქართან ერთად, დაუმატეთ 150 გ დარბილებული კარაქი, 1 ჩ.კ სოდა ძმრით. 0,5 ჭიქა რძე (ან კეფირი). ყველაფერი ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი კაკაო, 1 ჭიქა ფქვილი. ჩომი მზად არის. აცხვეთ 150-170 გრადუსზე დაახლოებით 25-30 წუთი. დაახლოებით 10 წუთით ადრე გამოცხობამდე დაიწყეთ ბეზეს კეთება. ამისათვის ათქვიფეთ 6 კვერცხის ცილა 1,5 ჭიქა შაქართან. გამოიღეთ ბისკვიტი ღუმელიდან, დაადეთ ზემოდან ბეზე და შედგით უკან ღუმელში ყველაზე დაბალ ცეცხლზე. დაახლოებით 10-15 წუთი დატოვეთ, სანამ არ გაოქროსფერდება ბეზე. გადაიქცევა ნაზე სუფლედ. გამოიღეთ ბისკვიტი ღუმელიდან და მოასხით შოკოლადის მინანაქარი. მინანქარი: კაკაო (3 ს/კ) და შაქრის პუდრა (150 გ) აურიეთ, დაამატეთ ცხელი წყალი (3-4 ს/კ). კარგად აურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ ოდნავ გააგრილეთ და მოასხით ნამცხვარს.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა