ტორტი "ესტერხაზი"

25-05-2023, 11:43
200 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

კრემი:

  • ნუშის ფირფიტები
  • შავი შოკოლადი
  • კვერცხის ცილა
  • ფქვილი
  • დაფქული ნიგოზი
  • შაქარი

მოსართავად

  • კარაქი
  • კვერცხის გული
  • შაქარი
  • ქოქოსის რძე
  • რძე
  • შესქელებული რძე

ინგრედიენტები

  • თეთრი შოკოლადი

    მომზადების წესი

    მოვამზადოთ ცომი: ავთქვიფოთ ცილა, ნელ-ნელა ვამატოთ შაქარი. უნდა მივიღოთ მყარი, პრიალა ბეზე.
    დავამატოთ დაფქული ნიგოზი და ფქვილი. ეს მასა უნდა გავყოთ 6 თანაბარ ნაწილად და გამოვაცხოთ თანაბარი ზომის ფირფიტები . გამოსაცხობ ტაფას აუცილებლად უნდა დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. ვაცხობთ 140-150 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი. ფირფიტები უნდა იყოს ღია ყავისფერი.

    სანამ ფირფიტები გაცივდება, გავაკეთოთ კრემი. ჩვეულებრივი და ქოქოსის რძე ერთმანეთს შევურიოთ. ცალკე გადავასხათ მისი 1/3 ნაწილი და შევურიოთ კვერცხის გული, შაქარი, ვანილი. დანარჩენი რძე მივიყვანოთ ადუღებამდე, ჩავამატოთ კვერცხის გულიან რძეში და ახლა უკვე მთლიანი მასა მივიყვანოთ ადუღებამდე. გადმოვიღოთ ცეცხლიდან და გავაციოთ.
    გაციებულ კრემს დავამატოთ შესქელებულ რძესთან ერთად ათქვეფილი კარაქი და კიდევ ერთხელ ავთქვიფოთ. გავაციოთ კრემი მაცივარში.
    ავაწყოთ ტორტი: ხუთ ფენას წავუსვათ კრემი. მეექვსე ფენას ზემოდან თხელ ფენად გადავუსვათ ორთქლზე გამდნარი თეთრი შოკოლადი. ცოტა ხანს ვაცალოთ გამაგრება
    შემდეგ შავი შოკოლადი გავადნოთ, ჩავასხათ კორნეტში და ტორტზე სპირალური ზოლები გავაკეთოთ. ხის ჩხირით გავუსვათ რვა ხაზი ცენტრიდან ნაპირებისკენ, 8 კი ნაპირიდან ცენტრისკენ. მივიღებთ ამ ტორტისთვის დამახასიათებელ ნახაზს.
    გვერდებზე მოვაყაროთ ნუშის ფანტელი და 12 საათი მაცივარში შევინახოთ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა