სალათი ქათმის კუჭებით

25-05-2023, 10:49
226 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • მარილი
  • ქინძი
  • წითელი წიწაკა, ცხარე
  • ძმარი
  • ზეითუნის ზეთი
  • ხახვი
  • ქათმის კუჭი

    მომზადების წესი

    გარეცხილი კუჭები ჩავდოთ ქვაბში და დავასხათ ცხელი წყალი, წამოდუღების შემდეგ ქაფი მოვხადოთ, ცეცხლს დავუწიოთ და მოვხარშოთ.

    მოხარშული კუჭები დავჭრათ თხელ ნაჭრებად, ხახვი ალყა-ალყად. შევურიოთ ერთმანეთს, მოვასხათ ზეთი და ძმარი გემოვნებით, დავაყაროთ მარილი, წიწაკა,  ცოცხალი ქინძი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა