სალათა ცეზარი

25-05-2023, 10:40
161 ნახვა
Aa

სალათა ცეზარის სახელს ზოგჯერ შეცდომით რომის იმპერატორს, ცეზარს უკავშირებენ, სინამდვილეში კი იგი ატარებს ცეზარ კარდინის სახელს, რომელმაც პირველმა მოამზადა ეს ისტორიული სალათა. ეს უგემრიელესი კერძი მსოფლიო კულინარიის საგანძურშია შესული.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე, მოხარშული
  • პურის ნაჭერი
  • სალათის ფოთლები
  • ლიმონი
  • კვერცხი
  • ხმელი ბაზილიკი
  • ნიორი
  • ყველი პარმეზანი
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი
  • ზეითუნის ზეთი

    მომზადების წესი

    ქათმის ხორცი თხელ ნაჭრებად დავჭრათ. პური ლუკმებად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ზედ დავყაროთ ბაზილიკი, დაჭყლეტილი ნორი და მოვურიოთ. დავუმატოთ პურის ლუკმები და დავბრაწოთ. კვერცხს დავასხათ მდუღარე წყალი და I წუთის შემდეგ ამოვიღოთ. ზეთთან ერთად მოვათავსოთ ბლენდერში და ცოტა მარილის დამატებით ავთქვიფოთ. სალათის ფოთლები ხელით დავაქუცმაცოთ. სასალათეს ან ლანგარს წავუსვათ ლიმონის წვენი და ცოტა მარილი მოვაყაროთ. ზედ ფენა-ფენა დავაწყოთ სალათის ფოთლები, ქათის ხორცი, გახეხილი ყველი და შებრაწული პურის კრუტონები. აქა-იქა მოვასხათ მომზადებული სოუსი და სურივილსამებრ მოვაწუროთ ლიმონი. ბოლოს მოვახეხოთ ყველი და მომზადებისთანავე მივიტანოთ სუფრაზე.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა