ულამაზესი და უგემრიელესი სალათა "ჰელელი" - სადღესასწაულო სუფრისთვის!

23-05-2023, 13:27
133 ნახვა
Aa

სალათა "ჰელელი" ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს. ხოლო მასში შემავალი ინგრედიენტების წყალობით, სალათას განუმეორებელი და პიკანტური გემო აქვს.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • სალათის ფოთლები
  • კივი
  • მარილი და პილპილი
  • მაიონეზი
  • ხახვი
  • ანანასი, დაკონსერვებული
  • კვერცხი
  • გახეხილი ყველი
  • არაჟანი
  • ქათმის ფილე
  • ქამა სოკო

მომზადების წესი

მომზადება:
სოკო და ხახვი დაჭერით და მოთუშეთ არაჟანში. გააგრილეთ და გადაიტანეთ სასალათეში.
მოხარშეთ მარილწყალში ქათმის ფილე, გააგრილეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად. დაუმატეთ სასალათეში მეორე ფენად და წაუსვით მაიონეზი.
მოხარშული კვერცხი გახეხეთ მსხვილად, გადაიტანეთ ისიც სასალათეში და წაუსვით მაიონეზი.
დაჭერით ნანასის კონსერვი პატარა კუბიკებად, გადაიტანეთ შემდეგ ფენად სალათზე და მასაც წაუსვით მაიონეზი.
ბოლო ფენა - გახეხილი ყველი, ზემოდან კი მ აიონეზი.
დააფინეთ სალათის ფურცლები და მორთეთ კივის ნაჭრებით.
გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა