მალტური სალათა

23-05-2023, 13:20
204 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • ძმარი
  • მარილი
  • ზეთი
  • მწვანე წიწაკა
  • ნიორი
  • კამა
  • ქინძი
  • პიტნა
  • კიტრი

    მომზადების წესი

    კიტრი გავრეცხოთ და დავჭრათ თხელ ნაჭრებად. ქინძი, პიტნა და კამა გავრეცხოთ და შევაშროთ, შემდეგ დავჭრათ, დავუმატოთ გარჩეული ნიორი, მარილი და წიწაკა. მწვანილი და სანელებლები მოვათავსოთ ბლენდერში, დავასხათ ზეთი და ავთქვიფოთ, დავუმატოთ ძმარიც. საწებელი არ უნდა იყოს ძალიან მჟავე და ძალიან ცხარე ძმარი არ გამოვიყენოთ. შეგვიძლია იგი შევცვალოთ ბალზამიკოთი ან ვაშლის ძმრით. კიტრს მოვასხათ გათქვეფილი საკაზმი და მომზადებისთანავე მივიტანოთ სუფრაზე.

    რჩევა

    სალათისთვის კიტრი შეგვიძლია დავწრათ როგორც თხელ ფენებად, ასევე კუბებად. თუ თხლად დავჭრით, ვეცადოთ მუქი ფერის, მკვრივი კიტრი ავარჩიოთ და კანიანად დავჭრათ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა