სალათა-ჟელე ბოსტნეულით

23-05-2023, 13:11
194 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • მდოგვი
  • ჟელატინი
  • სტაფილო
  • გაყინული მწვანე ბარდა
  • კარტოფილი
  • კვერცხი
  • ვაშლი
  • ლორი
  • მაიონეზი
  • არაჟანი
  • ბოსტნეულის ბულიონი

    მომზადების წესი

    მოვხარშოთ კარტოფილი, სტაფილო და ბარდა. დავჭრათ წვრილად (ბარდის გარდა). დავამატოთ დაჭრილი ლორი და ვაშლი

    შევურიოთ მაიონეზი, არაჟანი, მდოგვი, მარილი, პილპილი.  200 მლ ბულიონში გავხსნათ ჟელატინი. შემდეგ ეს მასა დავასხათ მაიონეზიან მასას და კარგად ავურიოთ. დავამატოთ სალათის დანარჩენი ინგრედიენტებიც, კვერცხის გარდა.

    ფორმაში ჩავაფინოთ კულინარიული ცელოფანი, გავანაწილოთ სალათის ნაწილი, დავალაგოთ კვერცხი, შემდეგ სალათის მეორე ნაწილი და მთელი ღამით მაცივარში შევდგათ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა