პიკანტური სალათი შემწვარი ჭარხლით და ობიანი ყველით

23-05-2023, 13:08
133 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • შავი პილპილი
  • დიჟონის მდოგვი
  • ძმარი ბალზამიკო
  • ზეითუნის ზეთი
  • მოხალული არაქისი
  • ქორფა სალათის ფოთლები, სასურველია რუკოლა
  • ობიანი ყველი, სასურველი სახეობა
  • ჭარხალი

მომზადების წესი

ღუმელში კანიანად შევწვათ გარეცხილ-გამშრალებული ჭარხალი, 180-200 გრადუსზე. ამის გაკეთება წინასწარაც შეიძლება, დროის დაზოგვის მიზნით. ასევე, სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია შეწვის ნაცვლად მოვხარშოთ.

ქორფა სალათის ფოთლებზე დავალაგოთ დაჭრილი ჭარხალი, მოვაყაროთ დატეხილი ყველი, მოხალული მარილიანი არაქისი და მოვასხათ სოუსი.

სოუსისთვის ერთმანეთს შევურიოთ ზეთი და ძმარი, დავამატოთ მდოგვი გემოვნებით.

ბოლოს თავზე მოვაფრქვიოთ ცოტაოდენი მსხვილად დაფქული შავი პილილი

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა